logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: თამარ ჩუგოშვილის შეფასებები გადაჭარბებულია
- +

10 დეკემბერი. 2019. 17:11

 

 

 

„ასეთი შეფასებები მიმაჩნია გადაჭარბებულად, თუმცა, კანონპროექტის ჩავარდნამ ჩემშიც გამოიწვია იმედგაცრუება და გასაკვირი არ არის, რომ იმედგაცრუება იქნებოდა უცხოელ მეგობრებშიც“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ჟურნალისტებთან თამარ ჩუგოშვილის განცხადებებს.

 

 

მისივე თქმით, დღეს უკვე არის კონკრეტული მოცემულობა და კონკრეტულ მოდელზე უნდა შეჯერდნენ.

 

 

„სისტემას რაც შეეხება, ეს კონსტიტუციით არის დადგენილი და ეს იქნება შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში როგორ შეიძლება დავხვეწოთ მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების საკითხი ისე, რომ ეს იყოს მეტად მისაღები, მათ შორის ოპოზიციისთვის, ამაზე სამსჯელოდ მზად ვართ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, უსამართლოა.

 

 

„ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner