logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ
- +

10 დეკემბერი. 2019. 17:31

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროპარლამენტარებს „პოლიტპატიმრების 85-კაციანი სია“ წარუდგინა, რეალურად კი აქედან პატიმრობაში მხოლოდ ოთხი ადამიანია.

 

 

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპარლამენტარების მოტყუებაზე გადავიდა.

 

 

მდინარაძის განმარტებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, რაც კენჭისყრის შედეგმაც დაადასტურა.

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის მოტყუებიდან ევროპარლამენტარების მოტყუებაზე გადავიდა, რადგან პოლიტპატიმრების 85-კაციანი სია წარუდგინეს და რეალურად, აქედან პატიმრობაში სულ ოთხი ადამიანია. ეს თვითონ ფაქტობრივი ტყუილი. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, იმ ფონზე, როდესაც ორი საათის განმავლობაში მთელი საქართველო უყურებდა, პოლიციელებს თავს როგორ ესხმოდნენ და პარლამენტში შტურმით შეჭრას როგორ ცდილობდნენ, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ არ დაუჭირეს მხარი ევროპარლამენტარებმა იმას, რომ ეს საკითხი იმგვარად გასულიყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებმა წარუდგინეს. კენჭისყრის შედეგები ყველაფერზე მეტყველებს, რომ ვერ იყო მხარდაჭერილი ის, რაც ტყუილია. პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ, რაც გუშინდელი კენჭისყრით კიდევ ერთხელ დადასტურდა. როდესაც 85-კაციან სიას წარადგენ და რეალურად პატიმრობაში მხოლოდ ოთხი ადამიანია, ამაზე დიდი და თავხედური ტყუილი არ არსებობს. „ხალხის მოტყუებას რა უჭირსო“ და მოდი, ახლა ევროპარლამენტარებიც მოვატყუოთო, მათ ასე გამოუვიდათ, თუმცა ვერ მოახერხეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner