logo_geo
eng_logo
დაშბაშის კანიონზე დაგეგმილმა პროექტმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო
- +

10 დეკემბერი. 2019. 17:50

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე - დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება. ხიდზე ინფორმაცია ამჯერად ვებ-გვერდმა „vesty.co.il“-მა განათავსა და პროექტის ამსახველი ფოტომასალაც დაურთო თან.

 

პროექტს ებრაული  კომპანია „KASS LAND“ (იგივე „Kass Group“) ახორციელებს. პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი დოლარია, ხოლო უშუალოდ ხიდის მშენებლობაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

 

უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner