logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია როსარია პუგლისს შეხვდა
- +

10 დეკემბერი. 2019. 18:31

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია საქართველოში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როსარია პუგლისს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი ასევე, შეეხო NATO-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს.

 

სასაუბრო თემებს ასევე განეკუთვნებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრიორიტეტები და გეგმები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner