შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა. ძირითადი აქცენტი კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარებზე გაკეთდა. ოლიმპიადის პირველ ტურში 26 000-ზე მოსწავლე დარეგისტრირდა, ორი ტურის შედეგად კი, 230 გამარჯვებული გამოვლინდა. ოლიმპიადის ყველა მომდევნო ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა პრიზი ორგანიზაცია „მოქალაქისგან" მიიღეს.
ოლიმპიადის მესამე ტურის 20 გამარჯვებული დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ინგლისური ენის შესასწავლ კურსებზე გაემგზავრება. დაჯილდოებას საქართველოს ექსპრემიერი, საზოგადოება „მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.