პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„იმისათვის რომ შეწყდეს სპეკულაციები, რუსეთთან აუცილებელია კეთილმეზობლური ურთიერთობა.
რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე.
ეროვნულობა ნიშნავს ქართველობას და პროამერიკელობა ან პრორუსულობა გამორიცხავს ეროვნულობას.
ჩემი ოცნებაა, საქართველო გახდეს კავკასიის შვეიცარია! მხოლოდ ქართული პოლიტიკის გატარებით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის განვითარება. ყველა ის, ვინც უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოზე წინ აყენებს, არის წარსულის პოლიტიკოსი და მათი ადგილი ხელისუფლებაში არაა!"- აღნიშნავს ბრეგაძე.