logo_geo
eng_logo
თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება
- +

11 დეკემბერი. 2019. 01:06

 

 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას განაცხადა, რომ 2020 წლის იანვრიდან, თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება.

 

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თეატრებისა და მუზეუმების დაფინანსება გაზრდილია 5,3 მლნ ლარით.

 

ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და შეადგენს 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner