თბილისის საკრებულოს წევრს, სოსო მანჯავიძესა და ალექსანდრე ელისაშვილს შორის გადაცემაში „მაესტროს ფაქტორი" ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„რაზეა ლაპარაკი. ვაი და ვუი არ უნდა ამას. ეთერში ნუ ძველბიჭობ"- მიმართა მანჯავიძემ ელისაშვილს.
„ჭკუას ნუ მასწავლი. მე ვიძველბიჭებ თუ არა, ჩემი გადასაწყვეტია."- უპასუხა ელისაშვილმა, რაზეც მანჯავიძემ მიუგო, რომ მისი საძველბიჭო მალე დასრულდებოდა.
მხარეებს შორის ცხარე კამათი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ელისაშვილსა და მანჯავიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=MIym0iVH0Dk