logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება" პრემიერთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურაზე იმსჯელებს
- +

28 თებერვალი. 2016. 14:29



„ქართული ოცნების"ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.


როგორც ფრაქციის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, დღეს ფრაქციის წევრები პრემიერს წარუდგნენ იმ თემებს, რომლებიც საგანგებო მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის და ჩააყენებენ საქმის კურსში იმ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს აქვს.


გარდა ამისა, ვოლსკის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა მოხდეს შეთანხმება რამდენიმე კანდიდატურასთან დაკავშირებით. "უნდა შევთანხმდეთ კანდიდატურებთან დაკავშირებით - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა, აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება ტყიბულში შექმნილ ვითარებას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner