logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები...
- +

11 დეკემბერი. 2019. 13:04

 

„სააკაშვილისთვის ერთი და იგივე პერსონაჟები ხან პრორუსები არიან, ხან პროდასავლურები, გააჩნია, მასთან არიან თუ არა, ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი, ვინც ახლა მახსენდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მიშა სააკაშვილი 2-ჯერ ხელისუფლებაში და 2-ჯერ ოპოზიციაში იყო. არასდროს არ ყოფილა ერთი წუთიც კი, როდესაც მისი ოპონენტი არ ყოფილიყო, მისი თქმით, პრორუსი. ერთი და იგივე პერსონაჟები თუ იყვნენ მასთან, იყვნენ პროდასავლელები - ბერძენიშვილები, ოქრუაშვილი, უცებ ვინც ჩამოთვალე. როცა ეს ხალხი მასთან იყო და რამდენჯერმე იყვნენ მასთან და მის წინააღმდეგაც. იყვნენ მასთან - იყვნენ პროდასავლელები, უპირისპირდებოდნენ მას და ხდებოდნენ პრორუსები. სააკაშვილი იყო სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი, ირაკლი ოქრუაშვილთან და ვალერი გელბახიანთან ერთად. რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს რომ ებრძვის, ეს ამ პროპაგანდის ბრწყინვალებაა, სიდუხჭირე თუ უბედურება? უკადრებლის კადრება რა არის, ყველაფერს რომ ვიკადრებთ, შედეგი რა არის? ამას ხალხი ვერ ხედავს?“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner