logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: პროპაგანდაზე უარის თქმა ბიძინა ივანიშვილის ცნობიერი არჩევანია
- +

11 დეკემბერი. 2019. 13:58

 

„პროპაგანდაზე უარი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ცნობიერი არჩევანი, რომელიც, ნებისმიერი თანამედროვე პოლიტიკოსისგან განსხვავებით, თავს უფლებას აძლევს, სიმართლე ილაპარაკოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„გამსახურდიას ფოტო ჩვენი ჩინოვნიკების კაბინეტებში ჩაანაცვლა შევარდნაძის ფოტომ, შევარდნაძის ფოტო ჩაანაცვლა სააკაშვილის ფოტომ. სააკაშვილის ფოტო რომ გასვენდა კაბინეტებიდან, ის არ ჩანაცვლდა არცერთით, ის არ ჩანაცვლდა ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი. ეს არის თვისობრივი სხვაობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის თავდაცვის სამინისტრო და ის იცავს სიმართლეს, ამიტომ ის თავს არ ესხმის, ანუ როცა ის თავს ესხმის, მხოლოდ თავდაცვის მიზნით.

 

„ნაციონალური პროპაგანდისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არის სიმართლე, ვინაიდან მთავარი ატრიბუტი მათი არის სიცრუე და ძალადობა. და მათი მთავარი საფრთხე არის წარმატება, საქართველოს წარმატება. საქართველოს წარმატება, რომელიც ხან გამოიხატება, ლაშა ტალახაძე რომ შტანგას აწევს, ხან გამოიხატება ორპარტიულ მხარდაჭერაში, ხან გამოიხატება კინზინგერის გამოთქმაში, რომ საქართველო იმაზე დიდ ჯვარს ათრევს ცივილიზაციისთვის, ვიდრე მისი წონაა. ეს იქნება ორპარტიული მხარდაჭერა, ეს იქნება NATO-ს სწავლება, ეს იქნება ევროინტეგრაცია, ეს იქნება ვიზა-ლიბერალიზაცია. საქართველოს წარმატება პირდაპირპროპორციულია მათ საფრთხეებთან. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არის თავდაცვის სამინისტრო და ის იცავს სიმართლეს, ამიტომ ის თავს არ ესხმის. ანუ როცა ის თავს ესხმის, მხოლოდ თავდაცვის მიზნით. ეს სამართალშიც ასეა და ყველგან ასეა. იცით, რა არის სიცრუის მხილება? არის აქტივობა, ეს არის აუცილებელი აქტივობა. ეს არის ერთგვარი ინფორმაციის უვნებლობის ინსპექცია. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ინფორმაციას ყველა სხვა პროდუქტთან შედარებით შეუძლია უფრო ტოქსიკური იყოს, ვიდრე ვადაგასული კვების პროდუქტი ან სარეცხი საშუალება. მათ აქვთ უფლება, ილაპარაკონ ყველაფერი, ჩვენ გვაქვს უფლება და ვალდებულება, მოვახდინოთ ექსპერტიზა, დავშალოთ, დეკონსტრუქცია მოვახდინოთ და ხალხს ველაპარაკოთ სიმართლე“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner