logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: არცერთ ქართველ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა
- +

11 დეკემბერი. 2019. 14:47

 

„არცერთ ქართველ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი, ისე არ გაუძლიერებია რუსეთი რეგიონში, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ალექსანდრე მესამეს, რუსეთის იმპერატორს მიაწერენ ასეთ ფრაზას, რომ რუსეთს ორი მოკავშირე ჰყავს, არმია და ფლოტიო. ჩემი აზრით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერიამ შეიძინა მესამე ყველაზე დიდი მოკავშირე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც უზრუნველყო, აგრესიულ და იმპერიალისტურ მეზობელთან ერთად, რომ რუსის ჯარი შემოვიდა საქართველოში და უზრუნველყო ოკუპაცია. ჩემი აზრით, არც ერთ ქართველ ლიდერს და შეიძლება რეგიონალურ ლიდერს ისე არ დაუზიანებია დასავლეთის ინტერესი რეგიონში და არცერთ ლიდერს ისე არ გაუძლიერებია რუსეთი რეგიონში, როგორც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ სასწავლო, საჯილდაო ქვა აღმოვჩნდით, იმიტომ რომ ქართული ოკუპაცია ეს ხომ  იდეალური ერთობლიობაა ტუტუცი, მინიმუმ, ტუტუცი მმართველისა და აგრესიული მეზობლის. ოკუპაცია არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა იყოს, ეს ასეა და ამას ვერაფერი ვერ გადაფარავს. ვერც ანტისაოკუპაციო მოძრაობა და ვერც სხვა ვერაფერი“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner