საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურას წარუდგენს.
შესაბამისი მიმართვის შესახებ ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის არჩევა პირდაპირი კენჭისყრის ხდება და საკითხი ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ კენჭსაყრელ საკითხებს დაემატება.
ცნობისთვის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აკაკი ზოიძემ თანამდებობა დატოვა.