საპარლამენტო ოპოზიცია საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება. ბიუროს სხდომაზე, სადაც კომიტეტებში კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელეს, ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ ინფორმაცია ფრაქციის წევრების კომიტეტებში წარდგენის შესახებ.
„მგონია, რომ ბიურომ უარი არ უნდა უთხრას ოპოზიციას, თუ მათ სურთ კომიტეტებში გაწევრიანება და დაბრუნება - რა თქმა უნდა, ამის საშუალება მათ აქვთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.