logo_geo
eng_logo
სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა
- +

11 დეკემბერი. 2019. 15:49

 

„სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა და ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

 

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული და სამართლიანობის აღდგენის აქტია. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ, დაიწყოს ლისის ტბაზე სრულმასშტაბიანი ინვენტარიზაცია და შემოწმება, რადგან ადგილი აქვს უამრავ დარღვევას.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი.

 

მისი თქმით, 2016 წელს მზადდებოდა ლისის ტბის წყალსატევის თევზჭერის ლიცენზიის გაცემა, თუმცა მათ შეაჩერეს ეს პროცესი და საბოლოოდ, მოახერხეს ლიცენზიის დაბრუნება. ბიზნესმენი მოუწოდებს პროკურატურას, შეისწავლონ 2006 წელს აღძრული საქმე და ცნონ იგი დაზარალებულად. ასევე აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს, უზენაესი სასამართლოს 2019 წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ლისის ტბის წართმევის საქმეს ეხება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner