logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებზე, კომენტარებზე პასუხისგებლობას არ ვიღებ
- +

11 დეკემბერი. 2019. 16:58

 

„რა თქმა უნა, არ ვიღებ პასუხისგებლობას სალომე ზურაბიშვილის გამოსვლებზე, კომენტარებზე და ასე შემდეგ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა, თუმცა, მის განცხადებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

 

„მე პირადად, როგორც ადამიანმა და პოლიტიკურმა ფიგურამ, მხარი დავუჭირე ქალბატონ სალომეს. მგონია, რომ ამ საკითხში შეცდომა არ დამიშვია. სასურველი იყო ამ კონტექსტში არ მომესმინა პრეზიდენტისგან ჯარის ხსენება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკმარისი განმარტება გააკეთა“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner