„არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მელიას ოფიციალურად მიენიჭა კრიმინალის სტატუსი და ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს პარლამენტის დეპუტატი.
„ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი და თუნდაც ჩვენი კოლეგა. კრიმინალებიც და მეტიც არიან, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ ამ შემთხვევაში, თუმცა, როცა საუბარია სისხლისსამართლებრივ განაჩენზე, ეს უნდა დადგეს სასამართლოს მხრიდან. ამ შემთხვევაში გვაქვს სისხლისსამართლებრივი განაჩენი, ანუ გვყავს გაფორმებული კრიმინალი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ გვინდა, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ჩვენი კოლეგა ერქვას“, - განაცხადა კობახიძემ.