logo_geo
eng_logo
ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

12 დეკემბერი. 2019. 11:09

 

 

ქალაქ ჭიათურაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 36 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

 

პროექტის მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი,  „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორ ეკატერინე გალდავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. 

 

ჭიათურაში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი წლებია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატუმბ სადგურსა და რეზერვუარს, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, ჭაბურღილები და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი, აშენდა საქლორატორო სადგური და რეზერვუარები.

 

სამუშაოების  დასრულების შედეგად,  ქალაქში, წყალმომარაგების კუთხით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და ჭიათურის მოსახლეობა  24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner