„Georgian Times"-ის მთავარმა რედაქტორმა მალხაზ გულაშვილმა „პრაიმტაიმთან" „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არხს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ახალმა ტელევიზიებმა რეიტინგით გაუსწრეს, არც გადაცემები აქვს საინტერესო და არც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. „საერთოდ მგონია, რომ 44 მილიონი ასეთი ტიპის არხებზე არ უნდა იხარჯებოდეს. მან არანაირად არ გაამართლა თავისი ფუნქცია", - ამბობს მალხაზ გულაშვილი.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს" ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს. ხალხი საერთოდ არ უყურებს, არც ხალხის აზრს გამოხატავს, მისი საინფორმაციო სამსახური ყველაზე გვიან აშუქრებს მოვლენებს.
ეს არის ტელევიზია იმისთვის, რომ ფული დახარჯოს და ხელფასები დაუნიშნოს ხალხს. იქ მე არც ნორმალური ჟურნალისტი მინახავს და არც პროდიუსერი. საერთოდ რისთვის არის ეს ტელევიზია და რა ფუნქცია აქვს, არ ვიცი.
ახალდაწყებულმა ტელევიზიებმა გაუსწრეს რეიტინგით. დღეს ფაქტობრივად, გადაცემა არ არის, რომელსაც ხალხი უყურებს. ამხელა შენობა აქვთ, ამხელა ტერიტორია აქვთ... ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არხი არის მუქთამჭამელი, რომელიც არანაირ პროფესიონალიზმს, გამოცდილებას არ აქცევს ყურადღებას.
საერთოდ მგონია, რომ 44 მილიონი ასეთი ტიპის არხებზე არ უნდა ხარჯებოდეს. მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ სჭირდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. მან არანაირად არ გაამართლა თავისი ფუნქცია.
ეს არხი არც ოპერატიულად აშუქებს, რაც ხდება და არც ობიექტურად", - ამბობს მალხაზ გულაშვილი.