logo_geo
eng_logo
შსს-მ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა
- +

12 დეკემბერი. 2019. 12:48

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და  მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979  წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის  შემდეგ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც   იგი ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა  მ.შ. ,წალკაში,  ნ.ბ. კი რუსთავში დააკავეს.

 

მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში,  ნ.ბ.-ს  კი - ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და 179-ე მუხლის მე-2  და  მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner