რამდენად ხარისხიან გადაცემებს ქმნის „საზოგადოებრივი მაუწყებელი" - „პრაიმტაიმთან" საუბარში ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზია, რომელიც ამდენ ფულს ხარჯავს, უკეთეს გადაცემებს უნდა აკეთებდეს.
„ამ თემაზე „მონიტორი" გამოძიებას ატარებს, ამიტომ ვრცლად ვერ შევეხები ამ თემას.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ვისაუბრებდი, რომ უფრო უკეთეს პროდუქტს რომ დებდეს, ვიდრე დღეს წარმოადგენს. თუმცა არის გამონაკლისი: სალომე ასათიანი და ნინო ზაუტაშვილის გადაცემები კარგი გადაცემებია. მაგრამ ამდენ ფულს რომ ხარჯავს, უკეთესი გადაცემები უნდა იყოს, ჟურნალისტური თვალსაზრისით", - ამბობს ნინო ზურიაშვილი.