კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, გავიდა 2 დღე ახალი კოალიციის გაფორმებიდან, რომელშიც შევიდა 6 პარტია. ჩემთვის ეს მესამე კოალიციაა: პირველი იყო "გაერთიანებული ოპოზიცია-მემარჯვენეები", მეორე იყო "ალიანსი თავისუფლებისთვის" (ჩემთან ერთად აკაკი ასათიანი, გუგული მაღრაძე და გია მაისაშვილი) სანამ ვრცელ ტექსტს გამოვაქვეყნებდე, ვიტყვი ერთს: არც ერთი პოსტი, რომელიც ამ სივრცეში გამომიქვეყნებია:
- ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე (ნატო-ევროინტეგრაცია)
- ქართულ სახელმწიფოებრიობაზე
- რუსეთზე და ევრაზიულ კავშირზე
- რუსთავი 2-ისა სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობაზე
- ქვეყანაში გაბატონებულ ფაქტობრივ ორპარტიულ სისტემაზე.
რომლებიც გამოხატავდნენ ჩემს თვალსაზრისებს, არ დაექვემდებარებიან ოდნავ რევიზიასაც კი.
რაც შეეხება ქვით დამკრებელთა ჯგუფებს და საზოგადოებებს, და ასეთი ძირითადად სამია - "ნაცები", "ქოცები" და მესამე ჯგუფი, რომელიც შორს დგას პოლიტიკისგან (და მათ შორისაა "პატრიოტთა ალიანსის გარკვეული სეგმენტიც, რომელიც თვლის რომ ამ ალიანსის ლიდერებმა, ი. ინაშვილმა და დ. თარხან-მოურავმა ამ ნაბიჯით თავი დაიღუპეს და მომხრეები დაკარგეს) შეუძლიათ დაკავდნენ ძვირფასი საქმიანობით - ქვის სროლით, ცხადია თავიანთ ექაუნთებზე, რამდენადაც სიტყვა მაინც ქვაა მათ ხელში. ასეთი "ქვების წვიმა" მახსოვს 2004 წელსაც, როდესაც აქ ჩამოვედი, 2007 წელსაც, როდესაც მაშინდელ ოპოზიციასთან დავდექი, 2009-შიც, როდესაც პარლამენტში შესვლა გადავწყვიტე, 2011-შიც, როდესაც ქართული სახელმწიფოს სამსახურში გადავედი."
"პატრიოტთა ალიანსი" ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება.
ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო" , კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება", აკაკი ასათიანის -"საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენიძე - "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია".
ბლოკში აცხადებენ, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის მზად არიან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან