„თურქეთი არის ენერგეტიკული ჰაბი აზიისა და ევროპის გასაყარზე და მისთვის კონფლიქტი არ არის ხელსაყრელი არავისთან“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ჩვენ ხშირად თურქეთს აღვიქვამთ მტერ-სახელმწიფოდ და იქაური მაღალი დონის ჩინოვნიკების ზოგიერთი განცხადება საქართველოს მიმართ, მართლაც, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მაგრამ, მეორე მხრივ თურქეთის ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მილსადენებზე. ახლახან გაიხსნა „ტანაფი“, 8 იანვარს იხსნება „სამხრეთის ნაკადი“, რომელიც გულისხმობს რუსეთიდან ორი გაზსადენის - თურქეთისა და სამხრეთ ევროპისკენ - ამოქმედებას. ესე იგი, თურქეთს დამატებით ეყოლება გაზის მიმწოდებელი. ამასთანავე, თურქეთი არის ენერგეტიკული ჰაბი აზიისა და ევროპის გასაყარზე და მისთვის კონფლიქტი არ არის ხელსაყრელი არავისთან, ვისგანაც შესდის ნავთობი ან გაზი. ეს მაგალითი იმისთვის მოვიტანე, რომ ასეთი პროექტები აზღვევს ჩვენს უსაფრთხოებას და თავისთავად მნიშვნელოვანია“, -აღნიშნავს მამუკა არეშიძე.