„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ერთ საათში დაიწყებს მსჯელობას.
თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირების გამო უგულავას სამართალდამცავები ძალადობაში ადანაშაულებენ.
საქმეში დაზარალებული ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილია, რომელიც ამტკიცებს, რომ გიგი უგულავამ სცემა. პოლიცია ოპოზიციის ლიდერთან სახლში გვიან ღამით მივიდა და ბრალი წაუყენა.
ფიზიკური დაპირისპირების გამო რეისიდან ინციდენტში მონაწილე ყველა პირი მოხსნეს.