logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ პრემიერთან შეხვედრაზე, საკონსტიტუციო შესწორების დამტკიცების პროცესს დაიწყებს!
- +

28 თებერვალი. 2016. 14:30



დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებს მოუწოდებს, პრემიერ-მინისტრთან მიმდინარე შეხვედრაზე კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებაზე იმსჯელონ. როგორც ბრეგაძე ამბობს, აღნიშნული ჩანაწერის შესახებ ის უკვე ესაუბრა ბევრ პარლამენტარს და სრული მხარდაჭერაც მიიღო.


მოვუწოდებ და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების" დღევანდელ შეკრებაზე (რომელსაც პრემიერიც ესწრება), დაისმება და სასწრაფო წესით გადაწყდება საკონსტიტუციო შესწორების ვარიანტი, რომელიც აკრძალავს ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხს. ბევრ პარლამენტარს პირადად ვესაუბრე და სრული მხარდაჭერა მივიღე.

 

1 კვირის წინ ასევე ვესაუბრე ფრაქციის ხელმძღვანელს ბატონ გია ვოლსკის, რომლისგანაც დაპირება და გარანტია მივიღე, რომ პირველსავე შეკრებაზე საკონსტიტუციო შესწორების დამტკიცების პროცესი დაიწყებოდა. იმედი მაქვს, რომ სიტყვა შესრულდება და რესპუბლიკელების, ნაცების წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსტიტუციაში ჩაიწერება-"ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა", - აცხადებს ბრეგაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner