89 მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 20-კაციანი სია გადაუგზავნა, თუმცა, ერთ-ერთმა კანდიდატმა - ზაზა თავაძემ - უზენაესის მოსამართლეობაზე უარი თავად თქვა. მისი კენჭისყრის საკითხი პლენარულ სხდომაზე აღარ დადგა.