logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება
- +

12 დეკემბერი. 2019. 17:22

 

შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება. თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 89 ხმით აირჩია. თადუმაძის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა.

 

თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2018 წლის 16 ივლისს აირჩია. თადუმაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ დატოვა.

 

შალვა თადუმაძეს 2012-2018 წლებში ეკავა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. 2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას. 2017 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2018 წლის 16 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner