„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებული გიგი უგულავას საქმის პროკურორის გიორგი ქობულაძის განცხადებით, უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. ამის შესახებ ქობულაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში, სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.