logo_geo
eng_logo
ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან შესაძლოა, 13 დეკემბერს გაათავისუფლონ
- +

12 დეკემბერი. 2019. 21:35

 

ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობამისჯილი ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი შესაძლოა ხვალ, 13 დეკემბერს, გაათავისუფლონ.

 

როგორც ექიმის მეუღლე, თამილა ლაფაჩიშვილი აცხადებს, ოპტიმისტური მოლოდინები აქვს, განსაკუთრებით „ჟენევის“ მოლაპარაკებების შემდეგ. 

 

 „ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია არ გამიცრუებენ. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ხვალ უნდა გამოუშვან. იმედი უფრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მომეცა. იმდენმა ქვეყანამ და მსოფლიო თანამეგობრობამ გამოუცხადა სოლიდარობა და ჟენევის მოლაპარაკებებზეც იმდენად აქტუალური და პირველი თემა იყო , რომ მემგონი რაღაცამ უნდა იმოქმედოს, მინდა დავიჯერო ყოველ შემთხვევაში“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე. წ სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს არის ჩანიშნული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner