logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: უკრაინაში გამართული შეხვედრის მთავარი და მნიშვნელოვანი შედეგი - დეკლარაცია
- +

12 დეკემბერი. 2019. 22:49

 

 

დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი შედეგია დეკლარაცია, რომელიც არის ყოვლისმომცველი და განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესების რეალურ ასახვას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია დიდწილად შეუწყობს ხელს სუამის ეფექტიანობის გაზრდას.

 

მათ შორის ეკონომიკური განზომილებით, სატრანსპორტო- ენერგეტიკული კორიდორების განვითარების კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივით, ხალხთაშორის ურთიერთობის, ტურიზმის განვითარების კუთხით და რა თქმა უნდა, პოლიტიკური განზომილება, რომელიც ერთ-ერთი მნიშნელოვანი არის. სატრანსპორტო-ინფრატსტრუქტურული პროექტების განვითარება, თავისუფალი ვაჭრობის კუთხით განვითარება, საბაჟო სფეროებს შორის თანამშრომლობა, ტურიზმის განვითარება, პოლიტიკური თანამშრომლობა, ეს სწორედ იმ ხედვიდან გამომდინარეობს, რომელიც ჩვენ, ჩვენი თავმჯდომარეობის პირობებში იმ სტრატეგიულ დოკუმენტში წარვადგინეთ და ძალიან კარგია, რომ პრაქტიკულ განზომილებაში ითარგმნა და ვფიქრობ, რომ დიდწილად შეუწყობს ხელს სუამ-ის ეფექტურობის გაზრდას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner