logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ვილოცოთ, რომ წმინდა სინოდის სხდომა მშვიდობით ჩატარდეს
- +

10 ივნისი. 2016. 02:55


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ხვალ დაგეგმილ წმინდა სინოდის სხდომაზე მცირე კომენტარი გააკეთა.

 

 

„ხვალ გვაქვს წმინდა სინოდის სხდომა. ვილოცოთ, რომ ღვთის ნებით, მშვიდობით ჩატარდეს ეს სხდომა", - განაცხადა ჩეხეთიდან დაბრუნებულმა პატრიარქმა.


საქართველოს საპატრიარქოში ხვალ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.


მათივე ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს. წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უხელმძღვანელებს, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.


ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა.


მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.


მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner