სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.
„2008 წელს, აი, შუა ომში, რუსეთის 58-ე არმია, სააკაშვილის ქვეყნის ღალატის გამო რომ შემოგრიალდა, პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე -შელკუნჩიკი, მოსახლეობას რომ დანა-ჩანგლით თავდაცვისკენ მოგვიწოდებდა სრული სერიოზულობით, ეს იყო შოკი, თუ იყო!..
იქით პრეზიდენტმა მიატოვა ელჩები და გორში ფორთხავდა, აქეთ ამან დანა-ჩანგალიო, მაშინდელმა “რუსთავი 2”-მა ( მაშინაც და ახლაც მთავარი არხი რომ ჰგონიათ თავი) მტერს უკარნახა – რეზერვისტები გორის სკოლაში დგანანო და 18-19 წლის ბიჭები დააბომბინეს, ძლივს გამოასწრეს ბავშვებმა… იქედან ბავშვები მორბოდნენ , აქედან ჩემი მეგობრები მიქროდნენ შუა ცეცხლში რეზერვისტი შვილების და სიძეების გადასარჩენად…
დაღუპული ჯარისკაცების გადმოსვენებაზე რომ მხოლოდ საპატრიარქო ზრუნავდა და მთელი ნაც-ხროვის მთავრობა ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე , ეს ცალკე თემაა…
და აი ესენი ილაპარაკებენ სალომეზე ეხლა ბევრს.. იმის მაგივრად, ციხეში ეყარონ!“ ..