logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: “რუსთავი 2”-მა მტერს უკარნახა, - რეზერვისტები გორში დგანანო და ბიჭები დააბომბინეს
- +

13 დეკემბერი. 2019. 00:10

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.

2008 წელს, აი, შუა ომში, რუსეთის 58-არმია, სააკაშვილის ქვეყნის ღალატის გამო რომ შემოგრიალდა, პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძე -შელკუნჩიკი, მოსახლეობას რომ დანა-ჩანგლით თავდაცვისკენ მოგვიწოდებდა სრული სერიოზულობით, ეს იყო შოკი, თუ იყო!..

 

იქით პრეზიდენტმა მიატოვა ელჩები და გორში ფორთხავდა, აქეთ ამან დანა-ჩანგალიო, მაშინდელმა “რუსთავი 2”-მა ( მაშინაც და ახლაც მთავარი არხი რომ ჰგონიათ თავი) მტერს უკარნახა – რეზერვისტები გორის სკოლაში დგანანო და 18-19 წლის ბიჭები დააბომბინეს, ძლივს გამოასწრეს ბავშვებმა… იქედან ბავშვები მორბოდნენ , აქედან ჩემი მეგობრები მიქროდნენ შუა ცეცხლში რეზერვისტი შვილების და სიძეების გადასარჩენად…

 

დაღუპული ჯარისკაცების გადმოსვენებაზე რომ მხოლოდ საპატრიარქო ზრუნავდა და მთელი ნაც-ხროვის მთავრობა ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე , ეს ცალკე თემაა…

და აი ესენი ილაპარაკებენ სალომეზე ეხლა ბევრს.. იმის მაგივრად, ციხეში ეყარონ!“ ..

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner