logo_geo
eng_logo
სარფში 49 ტონა სასურსათო კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს
- +

13 დეკემბერი. 2019. 11:48

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა.

 

კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა.

 

აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner