logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: ხშირად მიფიქრია თავი დავანებო საზოგადოებრივ საქმიანობას...
- +

10 ივნისი. 2016. 03:21


საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი  ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„ხშირად მიფიქრია თავი დავანებო საზოგადოებრივ საქმიანობას, მეც ვიცხოვრო ისე როგორც ცხოვრობს უმრავლესობა, მხოლოდ ოჯახისთვის.

 

რატომ უნდა მოვიკიდო მტრად ამდენი გარეწარი და ქვეყნის დამაქცევარი? რატომ უნდა ვეკამათო ქათმისტვინა ადამიანებს?

 

რატომ უნდა ავიტანო დაუმსახურებელი უმადურობა და შეურაცხყოფა? და როდესაც ამაზე მიფიქრია, მიმხვდარვარ რომ სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია.

 

ამ ქვეყანაზე ადამიანი მხოლოდ საჭმელად, მის მოსანებლად და დასაძინებლად არ მოსულა, მითუმეტეს ამ დალოცვილ მიწაზე, მიწაზე სადაც დღეს ბოროტება გამეფებულა...

თითოეული ჩვენთაგანი უნდა ავმაღლდეთ სულიერად და იმაზე მეტს შევეჭიდოთ, ვიდრე ჩვენ გვგონია რომ შეგვიძლია! თუ მხოლოდ ჩვენს ოჯახებზე ვიფიქრებთ, მაშ რითი განვსხვავდებით უკეთურთაგან? განა ისინიც ასევე არ იქცევიან? თუ ჩვენს ირგვლივ უსამართლობასა და სიბოროტეზე გავჩუმდებით, განა ვიქნებით ჩვენი წინაპრების ღირსეული შთამომავალნი? თითოეული ჩვენთაგანი უნდა დავფიქრდეთ, როდესაც წარვსდგებით უფალთან, რა პასუხს გავცემთ მას?

 

ამაღლებას გილოცავთ ქართველებო! მრავალს დაესწარით თქვენი ოჯახებით და უფალი შეგვწეოდეს ყველა სასიკეთო საქმეში!"- წერს ტომარაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner