შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში.
ვახტანგ გომელაურმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობა და ერიკ ჰოგს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.