დეპუტატი ლუკა კურტანიძე „ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიტიური საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.
კურტანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე და შემდეგ პოლიციის განყოფილებებში განვითარებულ პროცესები გაიხსენა და როგორც განაცხადა, ადგილი ჰქონდა ადამიანების დამცირებას, წამებას და მათი ღირსების ფეხქვეშ გათელვას. მან ასევე კასრების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი. რადგან ასეთ დანაშაულებს სისტემური ხასიათი ჰქონდა, როცა ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა, ამ პარტიას, პარტიის თითოეულ წევრს საქართველოს პოლიტიკაში და ხელისუფლებაში ყოფნა უნდა აეკრძალოს. ეს არის ჩვენი მომავლის დაცვა - თუ ისინი ციხეში არიან, ციხიდანაც იმუქრებიან. იქნება ეს ერთი თუ 10-წელი, ციხიდან გამოვლენ და თუ ხელისუფლებაში ყოფნის უფლება მიეცემათ, ასეთ დანაშაულს ისევ ჩაიდენენ", - განაცხადა კურტანიძემ.