საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევასა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაში დევნის ნიშნებს ვერ ხედავს.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მეშვიდე წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა მასთან დაკავშირებული პარტიები ცდილობენ, პოლიტიკურ სტატუსს ამოეფარონ, როცა აქვთ სავარაუდო ან უკვე დადასტურებული დანაშაული.
„შესაბამისად, ვერანაირ დევნაზე საუბარი ვერ იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.