logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტში ქუჩიდან ვერ შემოაღწევენ
- +

13 დეკემბერი. 2019. 17:17

 

„ყველა საუბრობს საარჩევნო სისტემებზე და არ ეკითხებიან ხალხს. ჩვენი მიდგომა არის იმდაგვარი, რომ რაც ხალხს უნდა, ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ „პირველი TV“-ს გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“.

 

დეპუტატის თქმით,  ერთ-ერთი შემოთავაზება იყო ან პლებისციტი ჩატარებულიყო ან რეფერენდუმი, მაგრამ ოპოზიციამ ამაზე უარი განაცხადა.

 

„არსებული პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე, ხედავთ უკვე კონსტრუქციულობას აბსოლუტურად დაშორდნენ  და ქიმიური ნივთიერებებით დარბიან. საზოგადოების სახელით საუბრობენ, მაგრამ საზოგადოება მათ გვერდით რომ არ დგას, ამას თვითონაც გრძნობენ.  რაც შეეხება იმ რისკებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პროპორციული  საარჩევნო სისტემა ქმნის არასტაბილურობის  ნოყიერ ნიადაგს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც და რა ოპოზიციურ სპექტრთანაც ჩვენ გვაქვს საქმე. საერთაშორისო გამოცდილებაც ამას მოწმობს. მოლდოვაში ღირებულებითი შეუთავსებლობა იყო კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის და ის ჩამოიშალა, იტალია დაბრუნდა უკან, ისრაელში არაერთი ვადამდელი არჩევნები ჩატარდა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მისი თქმით, შერეული საარჩევნო სისტემა არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში ან ვადამდელი არჩევნები თუკი ჩატარდა, აუცილებლად „ქართული ოცნება“ მოვა ხელისუფლებაში.

 

„მაგრამ პირობა იმისა, რომ ხელი შეეწყოთ დესტრუქციულ ძალებს დესტრუქციულ ქმედებაში და ახალისებდეთ ასეთი ჩანაწერები, რომ მუდმივად ქუჩაში იყონ, აზიანებს საზოგადოებასაც, ქვეყანასაც  და მე არ მჯერა მათი გულწრფელობის. საზოგადოება ამას ხედავს და სწორედ ამიტომ არ უდგას გვერდით“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

მას მიაჩნია, რომ  ყველაზე მეტად ამ რეალობას ასახავს ამერიკული საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც,  უშუალოდ პასუხისმგებლობას იტოვებს ის პირი, ვინც შედის პარლამენტში პირდაპირი გზით არჩევის შემთხვევაში.

 

„ესაა ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ ლიდერის ან პარტიის წინაშე. ამიტომ ეს არის საუკეთესო სისტემა.  მაგრამ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კომპრომისები და შეთანხმებები მიღებულია, მიუღებელია მხოლოდ ქიმიური ნივთიერებებით სირბილი. ჩვენ მაჟორიტარები გავედით შედეგზე, რომ ის ხიფათის შემცველი კანონპროექტი ჩავარდა ანუ შერეული სისტემა არის სწორედ მაჟორიტარების დამსახურება.  შემდეგ ვსაუბრობდით, რომ არის ხიფათის შემცველი ჩანაწერები და მიღწეულია ისიც, რომ უმრავლესობა ეცდება, საერთო პოზიცია იქნას ჩამოყალიბებული  და იქნას  მოძიებული მხარდამჭერები, რომ  მინიმუმ ასი ხმა მოგროვდეს, რათა შემდეგმა პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილოს.  მესამე კომპრომისი უკვე ჩვენ გავეცით, რომ თუ ეს შედეგი დადგება,  ჩვენ დავთმობთ მაჟორიტარულ სისტემას 2024 წლისათვის. ჩვენ დავიტოვეთ ამ შეთანხმებაში, რომ თუ ეს ვერ შეძლო გუნდმა,  მაშინ  ამ პროცესს გავაგრძელებთ.   როდესაც დავთმეთ 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა,  არ დამშვიდდა პოლიტიკური სპექტრი. ეს კომპრომისი კი პირობა დადებული იყო. პირობა არ შესრულდა, უმრავლესობის უმრავლესობამაც არასწორად გათვალა და დაუშვა შეცდომა, რომ ეს ოპოზიციური სპექტრი დამშვიდდებოდა. მათი ქმედებებია აურზაური  ქუჩაში, შემდეგ საპატრიარქოზე გალაშქრება, ახლა პარლამენტში შემოჭრები. შეცდომა მეც დავუშვი და ახლა ვცდილობ, გამოვასწორო ეს შეცდომა. მირჩევნია ჩემი დაშვებული შეცდომა თვითონ გამოვასწორო, ვიდრე ამ შეცდომამ ნეგატიური შედეგი მოიტანოს.  ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ პარლამენტში ქუჩიდან ვერ შემოაღწევენ და შემოაღწევენ მხოლოდ ხალხის პირდაპირი მხარდაჭერით და არჩევნების წესით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner