ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკითხზე დღეს იმსჯელებენ.
ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა.
გერმანულმა გამოცემა Die Welt-ი წერს, რომ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა.