logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველი იმისთვისაა არჩეული, რომ კონკრეტული ფაქტები მოგვაწოდოს
- +

13 დეკემბერი. 2019. 18:23

 

„თუ სახალხო დამცველს კონკრეტული მაგალითები აქვს იმისა, რომ მოქალაქეებზე პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება, იგი ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინოს“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„თუ სახალხო დამცველს კონკრეტული მაგალითები აქვს იმისა, რომ მოქალაქეებზე პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება, იგი ვალდებულია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მან გასაიდუმლოებული მოკვლევა ჩაატარა, სადაც მოქალაქეები ზეწოლას ადასტურებენ, თუმცა ამას ის ვერ იტყვის, ბუნებრივია, რომ ვერც პროკურატურას და ვერც ჩვენ ვერ მოგვცემს საშუალებას, რომ ასეთ ფაქტებზე რეაგირება მოვახდინოთ. თუკი ასეთი ფაქტები არსებობს და მან ეს იცის, ჯობია, რომ ეს თქვას ან შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. სახალხო დამცველი იმიტომ არის არჩეული პარლამენტის მიერ, რომ ზოგადი ინფორმაციები კი არ მოგვაწოდოს, არამედ კონკრეტული ფაქტები უნდა თქვას და რეაგირება მოითხოვოს. სხვა შემთხვევაში, თუკი რაიმე საიდუმლო ინფორმაცია აქვს, საჯარო არ უნდა გახადოს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner