logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან
- +

28 თებერვალი. 2016. 15:33



საერთოდ, ლიკვიდაციისთვის ჯოხებით და იარაღით ერთად არ მიდიან", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას.


ქანთარია მომხდარ დანაშაულში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.


მე გულწრფელად, ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე შემძრა ამ ამბავმა და ძალიან გულწრფელად მივედი თანადგომის გამოსახატავად. ვინ რა ინტერპრეტაცია გაუკეთა ამას, მის ღირსებაზე და სინდისზე იყოს. თეორიულადაც კი გამოვრიცხავ პოლიტიკურ მოტივს. დღესაც ვამბობ, ეს პირადი მტრების გაკეთებულია, ეს არის მათი შეკვეთილი. ასევე გეტყვით, ჯოხებით და იარაღით ერთად საერთოდ არ მიდიან ლიკვიდაციისთვის", - განაცხადა ნუკრი ქანთრიამ.



მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ეს ფაქტი „ქართული ოცნების" მმართველობის დროს მოხდა. დანარჩენი თეორიულადაც კი წარმოუდგენელია იმაზე საუბარი, რომ ვინმემ ეს ჩაიფიქრა და შეკვეთა გააკეთა. ეს არის წინა რეჟიმის ხელწერა, კლასიკური მაგალითები გვაქვს, როცა თვითონ ხელისუფლება ჩადიოდა ასეთ ორგანიზებულ დანაშაულს", - განაცხადა ქანთარიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner