logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ეკონომიკური ზრდა სიღარიბის დაძლევის ბერკეტი უნდა იყოს
- +

13 დეკემბერი. 2019. 22:45

 

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ამოცანაა მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობა. ექსპორტის ზრდა ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. 2019 წლის ოქტომბერში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5,7 პროცენტი შეადგინა. ნოემბერში ექსპორტი 25,2 პროცენტით, ხოლო 11 თვის მონაცემებით, 11,7   პროცენტით გაიზარდა, რაც ნოემბრის ეკონომიკური ზრდის შესახებ პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ 2019 წლის ნოემბრისა და პირველი 11 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის კომენტირებისას.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი  546.7 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 741.2 მლნ. აშშ. დოლარი - საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო დეფიციტი წინა წელთან შედარებით 5.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

 

ეკონომიკური ზრდის პროცენტებზე საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ზრდა უნდა იყოს სიღარიბის დამძლევი ბერკეტი, რასაც, პირველ რიგში, ჩვენ საბიუჯეტო მექანიზმების მეშვეობით ვახორციელებთ. ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული გადასახადებიდან საბიუჯეტო სახსრებს სიღარიბის დასაძლევად მივმართავთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner