logo_geo
eng_logo
ვაჟა გაფრინდაშვილი არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს
- +

13 დეკემბერი. 2019. 22:59

 

ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობის 35-ე დღეს, არ ცვლის ჩვენებას და ე.წ საზღვარს არ აღიარებს. ცხინვალის რეჟიმმა სასამართლო ერთი კვირით გადადო.

 

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების გამო, მისი ოჯახის წევრები 15 დეკემბერს, 11:00 საათზე თბილისის რესპუბლიკის მოედანზე აქციას აანონსებენ და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 

 

"კვირას 11 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მივემართებით საოკუპაციო ხაზთან! მშვიდობიანი პროტესტით მოვითხოვოთ ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება! ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობისა, ვისაც გული შეგტკივათ პატრიოტი ადამიანის უკანონო ტყვეობაზე, გთხოვთ დაგვანახოთ თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ერთად მივიდეთ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი", - აცხადებენ ექიმის ოჯახის წევრები.

 

ვაჟა გაფრინდაშვილი შვილი, ირინა გაფრინდაშვილი, მამის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: "დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!", - წერს ირინა გაფრინდაშვილი. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner