logo_geo
eng_logo
არჩილ ჩუხრუკიძე: ჯანდაცვის სფერო უნდა იყოს მომგებიანი
- +

14 დეკემბერი. 2019. 01:28

 

 "ყურს ცუდად ხვდება, რომ ჯანდაცვა ბიზნესია, მაგრამ ჯანდაცვის სფერო უნდა იყოს მომგებიანი, რომ წინ წავიდეს", - ამის შესახებ "თბილისის გულის ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა, კარდიოქირურგმა არჩილ ჩუხრუკიძემ BMG-ის გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვა გარკვეულწილად ბიზნესია, იმ კუთხით რომ საქართველოს კანონმდებლობა ნებისმიერ მეწარმეს ავალდებულებს მომგებიანი იყოს.

 

„ეს არის კანონით განსაზღვრული არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. აპელირება რომ ევროპის რომელიმე კლინიკა წამგებიანია.. მაშინ ეს კლინიკა მხოლოდ დოტაციაზე უნდა იყოს. ყველა სხვა კლინიკა აუცილებლად არის მომგებიანი, ოღონდ ის თავის მოგებას ხარჯავს რეინვესტიციაზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე, თავის მედპერსონალზე, ახალი ექიმების განსწავლაზე და ასე შემდეგ. ყურს ცუდად ხვდება, რომ ჯანდაცვა ბიზნესია, მაგრამ ჯანდაცვის სფერო უნდა იყოს მომგებიანი, რომ წინ წავიდეს“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ. 

 

 

  

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner