logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი თინა ბოკუჩავას: დავდგეთ და ბოკუჩავების გვარი კრებითად მოვიხსენიოთ?
- +

14 დეკემბერი. 2019. 02:05

 

დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეხმიანება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებას მოსამართლე გვრიტიშვილის შესახებ და აქცენტს აკეთებს ბოკუჩავას მხრიდან, გვარის დაკნინების კონტექსტში ხსენებაზე.

 

“თინა ბოკუჩავა, რა გიწოდო, არ ვიცი! ძალიან ვიკავებ თავს! გვრიტიშვილები არ უნდა იყვნენო სასამართლოშიო! მოსამართლე გვრიტიშვილს არ ვიცნობ საერთოდ, მაგრამ ვინ მისცა ამ ვაი-დეპუტატს გვარების კრებითი ფორმის გამოყენების უფლება! გვრიტიშვილები მყავს შვილიშვილები და ძალიან მწყინს სრულად გვარის ასეთ უარყოფით კონტექსტში მოხსენიება!!! -თინა ბოკუჩავას გაუწონასწორებელი და პარლამენტარისათვის ყოვლად შეუფერებელი ლექსიკისა და ქცევების გამო დავდგეთ და ბოკუჩავების მართლაც მშვენიერი გვარი კრებითად მოვიხსენიოთ ამ ერთი გაალმასებული და ზრდილობის კომპასდაკარგული ქალის გამო?!” – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner