„დაბი ჯგუფის" დირექტორის ამნი მინას განცხადებით, „დაბიგროუპჯორჯია" საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.
მისი თქმით, პროექტის ნაწილი ითვალისწინებს „იმელის" ისტორიული შენობის აღდგენას.
„დაბიგროუპჯორჯია" საქართველოში ერთერთი უმსხვილესი ინვესტორია. ჩვენი ინვესტიციების უმეტესობა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, კერძოდ, აბუ-დაბიდან არის.
ჩვენ საქართველოში 2007 წელს შემოვედით. ჩვენი მონაწილეობა უძრავი ქონებისა და საბანკო სფეროში მნიშნელოვნად გაიზარდა, რადგან საქართველოს ეკონომიკას ვენდობით.
ჩვენი უმსხვილესი პროექტი სასტუმროა, რომელიც 2016 წლის მეორე კვარტალში გაიხსნება. მშენებლობაზე 300-მდე ქართველი დავასაქმეთ, ამჟამად მათი რაოდენობა 400-ს აღწევს.
სასტუმროს გახსნის შემდეგ, 300-დან 400-მდე პირს დავასაქმებთ. პროექტის ნაწილი ითვალისწინებს „იმელის" ისტორიული შენობის აღდგენას. ქართველ ხელოვანებთან, არქიტექტორებთან ერთად ვეცადეთ, რომ შენობის ისტორიული სახე შეგვენარჩუნებინა", - განაცხადა ამნი მინამ.