logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უნდა აღვნიშნოთ მოვლენა, რომელიც უფრო მეტად გვაახლოებს ევროპასთან
- +

14 დეკემბერი. 2019. 12:30

 

„ჩვენ თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტად ვუახლოვდებით ევროპას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

 

დეპუტატმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ვემზადებით საზეიმო ღონისძიებისთვის, რომელიც ეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტად ვუახლოვდებით ევროპას.

 

იდეა ეკუთვნის ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. მათ ეკუთვნით ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენგან. ჩვენ, ბუნებრივია, მხარი დავუჭირეთ ამ იდეას და დღეს გაიმართება გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას მიეძღვნება. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ეს მოვლენა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ევროპასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner