logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც ინტერესი
- +

14 დეკემბერი. 2019. 14:51

 

„ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია არსებობს, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არც სურვილი გვაქვს და არც - ინტერესი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე დასწრების იძულების მიზნით, მოქალაქეებზე ზეწოლა ხორციელდება.

 

„არავითარი არც ინტერესი და არც სურვილი იმის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდეს, არ არსებობს. ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი ენთუზიაზმი და მოტივაცია არსებობს, რომ დღევანდელ ღონისძიებას შეუერთდნენ. აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მიჩვეული ვართ. როდესაც არც ერთი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს და მსგავსი განცხადება კეთდება, ეს ძალიან დასანანია. დასანანია, როდესაც ამას აკეთებს კონსტიტუციური თანამდებობის პირი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner