საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის კომპანიებიდან 80 მილიონი დოლარის პროექტები ხორციელდება, წლის ბოლომდე კი 20-25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განორციელდება.
მისი თქმით, მომავალ წელს, შესაძლოა, ინვესტიციების მოცულობამ 35 მილიონი შეადგინოს.
„ივლისის თვეში, ისრაელის კომპანია გახსნის სამრეცხაოს, სადაც განხორციელდება 2 700 000 დოლარის ინვესტიცია. ასევე გაიხსნება „Boutique Hotel", სადაც განხორციელდება 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ამასთან, მომავალ წელს გაიხსნება დიდი სასტუმროები - გერგეთის სასტუმრო, აბანოთუბანში „არტ ოტელი" და „რიქსოს თბილისი", - განაცხადა იციკ მოშემ.